logo_geo
eng_logo
“რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხიდების აგების მიზნით” - პაატა ბურჭულაძე რუსული თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელად
- +

8 სექტემბერი. 2017. 22:31


"კურთხევაც მაქვს მიღებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისაგან. იგი ძალიან მზრუნველი ადამიანია და მართლმადიდებელი ხალხების მეგობრობას უფრთხილდება"

"მიხაილოვსკის თეატრი ახალ სეზონს როსინის "სევილიელი დალაქით" ხსნის, სადაც ცნობილი ქართველი ბანის პაატა ბურჭულაძის დებიუტი ერთბაშად ორ ამპლუაში შედგება. მომღერალი დონ ბაზილიოს პარტიით არა მხოლოდ სცენაზე გავა, არამედ დაიწყებს თავის პრველ სეზონს მიხაილოვსკის (ყოფილი მ.მუსორგსკის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი) საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობზე", - ამ შესავალით იწყება "«Российская газета» -ში გამოქვეყნებული ინტერვიუ ქართველ ბანთან, რომლის დებიუტი ქართულ პოლიტიკაში ძალიან წარუმატებელი გამოდგა. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მასში მომღერლის პოლიტიკურ წარსულზე  არაფერია ნათქვამი, თუმცა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე პაატა ბურჭულაძე ლაპარაკობს, რომელსაც ჟურნალისტი მარინა ბაბალოვა ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:


"თეატრის საოპერო ჯგუფის ხელმძღვანელობა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმაშემომთავაზა. მე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მრავალჯერ ავწონ-დავწონე "ჰო" და "არა, ბოლოს კი გავრისკე. შესაძლოა, ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ ვცხოვრობდი ერთ მუდმივ ადგილზე, თუმცა ბინები თბილისშიც მაქვს და ბერლინშიც. ახლა მთავარი  ისაა, რომ მე ნამდვილად ვიქნები კარგ ვოკალურ ფორმაში, ხშირად გამოვალ სცენაზე. მე საოპერო ჯგუფის "მოთამაშე მწვრთნელი" ვარ...

ჯერ-ჯერობით ჩემი კონტრაქტი სამწლიანი იქნება. ვფიქრობ, ეს ნორმალური ვადაა იმისათვის, რომ გაირკვეს ღირს თუ არა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელება...

... ჩემს კარიერაში ბევრი რამ გავაკეთე, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ხელი შემიშალა იმან, რომ მე ზარმაცი ვარ და იმავდროულად მოაზროვნე. განსაკუთრებით კარგად ვფქირობ მაშინ, როცა ტელევიზორს ვუყურებ. თვალწინ რაღაც კადრები კრთება, მე ჩემთვის ვფიქრობ, გეგმებს ვაწყობ.



კითხვაზე, - არ გეშინიათ თქვენი ქართველი კოლეგების კრიტიკისა იმის გამო, რომ რუსულ თეატრთან თანამშრომლობთ?- პაატა ბურჭულაძემ უპასუხა:



"მე პირიქით მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის საჭირო მცდელობა - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ხიდების აგების მიზნით. ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ამ სიტუაციაში ჩართული მხარეების ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილების წყალობით. ამაში დარწმუნებული ვარ, კურთხევაც მაქვს მიღებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისაგან. იგი ძალიან მზრუნველი ადამიანია და მართლმადიდებელი ხალხების მეგობრობას უფრთხილდება. იგი ყველას მუდმივად მოუწოდებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს".



https://rg.ru 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner