logo_geo
eng_logo
თეა აბაშმაძე: ამ ყველაფრის დაწერა შალვას დასაცავად არ გადამიწყვეტია, მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს...
- +

13 აპრილი. 2016. 13:09



შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რამიშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაუროს.


„შალვა რამიშვილი ჩემი შვილების მამაა და ნებისმიერი თემა, რომელიც ბავშვების ფსიქიკას ოდნავ მაინც მიაყენებს ზიანს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გამოვეხმაურო ამ მორიგ სკანდალს ჩემს ყოფილ ქმართან დაკავშირებით.

 

ჩვენ 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად, გვყავს სამი შვილი და უამრავი მოგონება გვაკავშირებს, კარგიც და ცუდიც. ეს გამოცდილება მაძლევს უფლებას, ვიფიქრო, რომ მე ყველაზე უკეთ ვიცნობ ამ ადამიანს. ადამიანს, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერი, უსაზღვროდ შრომისმოყვარე და თავისი საქმის პროფესიონალია. მაგრამ ამასთან ერთად არის ეგოცენტრული და ზოგჯერ მერკანტილურიც, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, იოლად დავაბრალოთ ნებისმიერი რამ.

 

ეს დღეები უამრავი ადამიანი ლანძღავს შალვას და წინასწარ გამოაქვს დასკვნები, თუმცაღა ყოველ მათგანს ავიწყდება, რომ სანამ სასამართლო არ იტყვის, რომ დანაშაული მოხდა, მანამდე ადამიანი უდანაშაულოა. არ ფიქრობენ იმასაც, რომ შესაძლოა, ამას შვილები და ოჯახის წევრებიც კითხულობდნენ და ითრგუნებოდნენ.

 

ასევე არასწორად მიმაჩნია, რომ შალვას მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებში მორალური მომენტი ასე ინტენსიური და დომინანტურია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მოსწონდეს, ვინც უნდა და რამდენი ადამიანიც უნდა, თუ კანონს არ დაარღვევს. არ მგონია, მხოლოდ იმიტომ უნდა ვთელავდეთ ადამიანს, რომ ჩვენ არ გვგავს, რომ ვიღაც თუნდაც ცოლს ღალატობს ან ქმარს, ეს ყველაფერი ადამიანის პირადი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება, ასწავლოს სხვას, როგორ უნდა იცხოვროს. ვფიქრობ, ამაზე მეტი უნდა ვიფიქროთ, მითუმეტეს ახლა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამაზრზენი ბუმია ქვეყანაში. უნდა ვხედავდეთ, რომ არ შეიძლება ადამიანის ცხოვრების გაწირვა და დანგრევა, თუნდაც სრულიად არ გესიმპათიურებოდეს ის. ადამიანის პირადი ცხოვრება და მისი ხელშეუხებლობა არის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება.

 

ამ ყველაფრის დაწერა იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ შალვა დავიცვა, მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს. მინდა, უბრალოდ ვთქვა ის სიმართლე, რომელიც ჩემთვისაა ცნობილი და რაც ჩემს შვილებსაც ვუთხარი: ქალზე ძალადობა ყოველთვის სისუსტედ მიაჩნდა შალვას და ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე ის არასოდეს ყოფილა მოძალადე. ისევე როგორც არ არის გამომძალველი, თუმცა ამ ბრალდებით ოთხი წელი გაატარა ციხეში.

 

ის უბრალოდ მსხვერპლია საკუთარი ოდიოზური იმიჯის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს. ეს არის მთელი მისი პრობლემაც და მისი სიმდიდრეც", - წერს თეა აბაშმაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner