logo_geo
eng_logo
უკრაინის შსს: კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქებისას დაღუპული თემურ მახაური უკრაინაში პირობით სასჯელს იხდიდა
- +

8 სექტემბერი. 2017. 22:55


უკრაინაში, კიევში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მაქაური ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შს სამინისტრომ დაადასტურა. აფეთქების მომენტი ერთ-ერთი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.


კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის" წევრი, თემურ მახაური დაიღუპა.


შემთხვევა ბესარაბიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „შეიხ მანსურის" მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.


უკრაინულ მედიასთან საუბარში დაღუპულის ერთ-ერთ მეგობარი აცხადებს, რომ მახაური რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო და საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერ სცადეს მისი აფეთქება. მსხვერპლის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ არსებობს რუსული კვალი და შესაძლოა, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.


აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ავტომობილში მჯდომი თემურ მახაურის მეუღლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.


თემურ მახაური უკრაინაში იაარღის უკანონო შენახვისთვის პირობით სასჯელს იხდიდა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს სპიკერმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.


„ეს პირი საკმაოდ ცნობილია კრიმინალურ წრეებში, მისი  სახელია თემურ მახაური. ის საქართველოს მოქალაქეა. მას სხვადასხვა ჩეჩნურ წრესთან მყარი კავშირები ჰქონდა", - გაანცხადა შევჩენკომ.


შევჩენკოს თქმით, მახაური იარაღის უკანონო შენახვისთვის ურკაიანში 2017 წელს დააკავეს.


„მან გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა, აღიარა დანაშაული და მიიღო პირობითი სასჯელი", - განმარტა შევჩენკომ. მისი თქმით, მახაურის ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.


ამასთან, უკრაინის შსს-ში აადსტურებენ, რომ მახაურის ჩამოართვეს მოწმობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ  შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner