logo_geo
eng_logo
ირმა ზავრადაშვილი ლევან ხაბეიშვილს: ვინ მოგცათ მორალური უფლება, რომ კახი კალაძეზე ან „ქართულ ოცნებაზე“ ისაუბროთ?!
- +

8 სექტემბერი. 2017. 23:56


„ფავორიტი კახა კალაძე იმიტომ კი არ არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენელია, არამედ იმიტომ რომ აქვს სუფთა წარსული, ყველაფერს მიაღწია თავისი შრომით, სადაც მივიდა ყველგან წარმატებაა. კახა კალაძემ იცის თავისი და სხვისი შრომის ფასი!" , - ამის შესახებ დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა "ცენზურის გარეშეს" ეთერში განაცხადა. გამგებელმა ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს მიმართა, რომ მას მორალური უფლება არ აქვს „ქართულ ოცნებაზე" ისაუბროს.

 

„ 52 თანამშრომელი დამხვდა დიდუბის გამგეობაში, რომელებმაც რაიონის საზღვრები არ იცოდნენ. სირცხვილია, როცა ასეთი მემკვიდრეობის მქონე პარტიის წარმომადგენელი ნეპოტიზმზე საუბრობს. ქმარი ჩუღურეთის გამგებელი იყო ცოლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ახლა შეგექმნათ კომპეტენცია ისეთი, რომ სხვის ნეპოტიზმზე საუბრობთ?!  ვინ მოგცათ მორალური უფლება, რომ კახი კალაძეზე ან „ქართულ ოცნებაზე" ისაუბროთ?!", - მიმართა ლევან ხაბეიშვილს ირმა ზავრადაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner