logo_geo
eng_logo
ერაყში „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ღვთის კარიბჭე“ გაანადგურა
- +

13 აპრილი. 2016. 13:12



ერაყის ქალაქ მოსულთან „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" არქიტექტურული ძეგლი გაანადგურეს, რომელიც „ღვთის კარიბჭის" სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Independent" ავრცელებს.


არქიტექტურული ძეგლი 2 ათასი წლის წინ აშენდა. „ღვთის კარიბჭე" უძველეს ასირიულ ქალაქ ნინევიას იცავდა, რომელიც ძველ აღთქმაშია ნახსენები. მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყსა და სირიაში დიდი ტერიტორია დაიკავა, მათ მხოლოდ სირიაში კულტურული მემკვიდრეობის 750 ძეგლი გაანადგურეს. ერაყში ტერორისტებმა მთლიანად გაანადგურეს ძველი ქალაქი დურ-შარუკინი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner