მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მექსიკაში 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. 45 ადამიანი ოახაკას შტატის სამხრეთში დაიღუპა, 10 ჩიაპასში, 3 კი სანაპირო შტატ ტაბასკოში. ეს მექსიკაში ბოლო 100 წელიწადში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.
მიწისძვრის ეპიცენტრი გვატემალის საზღვრის სიახლოვეს, 33 კილომეტრის სიღრმესა და ქალაქ პიხიხიაპანიდან 123 კილომეტრში აღინიშნა.
მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბიძგების გამეორებაა მოსალოდნელი, რის გამოც მოსახლეობამ საცხოვრებლების სტრუქტურული დაზიანება და ბუნებრივი აირის სისტემა უნდა შეამოწმოს.
ქვეყნის მასშტაბით, 11 შტატში სკოლები დახურულია, მათ შორის დედაქალაქ მეხიკოშიც.