logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, თემურ მახაური საქართველოს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო
- +

9 სექტემბერი. 2017. 02:02


„კიევში აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო" - ამის შესახებ უკრანული გამოცემა „ცენზორის" მთავარი რედაქტორი თავის სტატიაში წერს.


იური ბუტოსოვი ამბობს, რომ მახაური საქართველოს ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა.


სტატიაში აღნიშნულია, რომ მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის უხერხული ფიგურა იყო.


გამოცემის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა მახაური კონტროლზე 2012 წელს აიყვანეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში დაკავებისას, როგორც კი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გაიგეს, რომ მახაური ქართველებისთვის მუშაობდა და მკვლელობებში ჩართული არ იყო, გაათავისუფლეს.


უკრაინული მედია წერს, რომ ოდესის პოლიციის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ მახაური უკრაინაში ჩავიდა, რადგან საქართველოში უსაფრთხოდ აღარ იყო.


უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, მახაური უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელი არ იყო და დონბასში ჩეჩნურ მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის" რიგებში იბრძოდა.


კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე თემურ მახაურია, რომელიც სამართალდამცველებისთვის კრიმინალურ წრეებთან კავშირით იყო ცნობილი.


დაშავებულთა შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვია. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ცნობილი მოდელი და „დიორის" სახეა. მისი მდგომარეობა მძიმეა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner