logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

9 სექტემბერი. 2017. 11:17



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ბ.ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112 გრამი მორფინის მარილი და 3,5006 გრამი თებაინი ამოიღეს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner