მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მიწისქვეშა რყევების ზონაში მოხვედრილ ყველა მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად დანგრეულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო შენობები.