logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ასეთი სუფთასახელიანი ადამიანები სჭირდება ქართულ პოლიტიკას
- +

9 სექტემბერი. 2017. 14:44



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს, რომ შალვა ოგბაიძისნაირი სუფთასახელიანი ადამიანები სჭირდება ქართულ პოლიტიკას.


„თბილისის საკრებულოს „ოცნების" კანდიდატებში ყველაზე დიდხანს და ყველაზე კარგად ამ ადამიანს ვიცნობ:

შალვა ოგბაიძე პირველ რიგში კაცია! ამის გარდა, შალვამ მთელი ცხოვრება შეალია ავტოსპორტის პოპულარიზაციას, საავტომობილო ფედერაციის განვითარებას, საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას და ბოლო წლებია, პოპულარიზაციას უწევს ელექტრომობილებს. ჩემთვის შალვა ასოცირებულია სპორტთან, რეფორმებთან, პროგრესთან და მთასთან! მოკლედ, ჩემთვის შალვა არც მანამდე იყო „საკრებულოს წევრი" ან „გუბერნატორი" და არც მერე იქნება. ამ კაცის სტატუსი უფრო მაღალია, და ამ სტატუსს ჰქვია - შალვა ოგბაიძე. მისი სახელი მისი ყველაზე დიდი კაპიტალია. საკრებულოს წევრობამდეც შალვა ოგბაიძე იყო, და მის შემდეგაც შალვა ოგბაიძედ დარჩება. ასეთი სუფთასახელიანი ადამიანები სჭირდება ქართულ პოლიტიკას. სულ წინ, შალვა", - წერს უძილაური.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner