logo_geo
eng_logo
ხახაბოს ტყეში ხანძარი სრულად ჩააქრეს
- +

9 სექტემბერი. 2017. 15:35



თუშეთის მუნიციპალიტეტში, ხახაბოს ტყეში ხანძრის არცერთი კერა აღარ არის. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხახაბოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.


ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობის ტერიტორია დაიწვა და როგორია ნიადაგის მდგომარეობა.


ხახაბოს ტყეში ხანძარს მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები 7 დღე ებრძოდნენ.


ხახაბოს ტყეში ხანძარი 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი, დაახლოებით, 20 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner