თუშეთის მუნიციპალიტეტში, ხახაბოს ტყეში ხანძრის არცერთი კერა აღარ არის. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხახაბოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობის ტერიტორია დაიწვა და როგორია ნიადაგის მდგომარეობა.
ხახაბოს ტყეში ხანძარს მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები 7 დღე ებრძოდნენ.
ხახაბოს ტყეში ხანძარი 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი, დაახლოებით, 20 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.