logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ახალი თაობის მსოფლიო ყველაზე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა
- +

9 სექტემბერი. 2017. 19:03



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ „The Guardian"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი წინააღმდეგობებია.


„დღეს მსოფლიოში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიშ ნიშნულს მივუახლოვდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


სტოლტენბერგმა განსაკუთრებით გამოყო დაძაბული სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" და რუსეთის მიერ „მიზანმიმართული დაპყრობითი ძალები".


„გაერო-ში ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები უკვე შეთანხმებულია და მნიშვნელოვანია, რომ მათი იმპლემენტაცია მოხდეს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner