დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა „არწივის ხეობა" გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. როგორც ადგილიდან imedinews-ს აცნობეს, წაღებულია დიდი რაოდენობით კაბელი.
ქურდობის დროს შენობაში იმყოფებოდა დარაჯი, რომელმაც ბოროტმოქმედების შეჩერება სცადა, თუმცა მას თავდამსხმელებმა სცემეს. დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძება ქურდობის და ძალადობის მუხლებით დაიწყო.