logo_geo
eng_logo
ირინა შეიკი: რონალდუ ყველანაირად აღვირახსნილი ადამიანია
- +

13 აპრილი. 2016. 13:42



კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა საცოლემ დუმილი დაარღვია და პორტუგალიელ ფეხბურთელთან თანაცხოვრებასა და მათი დაშორების მიზეზებზე ისაუბრა.



                                                          გაცნობა

 

 

ირინამ და ფეხბურთელმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე ARMANI­ის სახლის კლიპის გადაღებისას გაიცნეს. რონალდუ საცვლების რეკლამისთვის პოზირებდა, ირინა საცურაო კოსტიუმებით. როგორც რუსი მოდელი ამბობს, მას საერთოდ არ აინტერესებდა ფეხბურთი და არც კი იცოდა, ვინ იყო და სად თამაშობდა პორტუგალიელი, თუმცა თავიდანვე შეამჩნია მისი ყურადღება.


ასეთ ფლირტებს მიჩვეული ვიყავი, ამიტომაც გულგრილად შევხვდი მის კომპლიმენტებს. თუმცა, ორი თვის მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ცდილობდა, ყვავილები და საჩუქრები გამოეგზავნა. ქალი ვარ და, რა თქმა უნდა, მის ყურადღებას და როგორც თავად ამბობდა, სიყვარულს დავნებდი", ­ ჰყვება მოდელი.



რონალდუ საცვლების რეკლამისთვის პოზირებდა, ირინა საცურაო კოსტიუმებისთვის

 

 

 

სადაც არ უნდა ყოფილიყო, ცდილობდა, ყვავილები და საჩუქრები გამოეგზავნა

 

 

                                                    არშემდგარი ქორწილები

 

 

მიუხედავად ჩემი პროფესიისა, მე ქალი ვარ, მინდა, მყავდეს ოჯახი და ვიყო შვილების დედა. რონალდუმ ორჯერ გამომიცხადა ქორწილის შესახებ, თუმცა, პირველად ქორწილის ნაცვლად ტბაზე სათევზაოდ ამოვყავით თავი, მეორე თარიღის გამოცხადების შემდეგ კი გავიგე, რომ თურმე „პატარა ბიჭი" „დორტმუნდთან" თამაშის წინ ერთი დღით ადრე, ბრაზილიელ მოდელთან ერთად, ანდრეას ურაქთან, სასტუმროს ნომერში ერთობოდა. ამ ამბის გაგების შემდეგ იაპონურ რესტორანში დამპატიჟა და ყველანაირად მარწმუნებდა, რომ ეს ტყუილი იყო და ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელს შეიტანდა. დავუჯერე, თუმცა ეჭვი მღრღნიდა და გადავწყვიტე, ქორწილი გადაგვედო.



                       ქორწილის ნაცვლად ტბაზე სათევზაოდ ამოვყავი თავი

 


„დორტმუნდთან" თამაშის წინ, ბრაზილიელ მოდელთან  ანდრეას ურაქთან ერთად სასტუმროს ნომერში ერთობოდა

 

 

იაპონურ რესტორანში დამპატიჟა და ყველანაირად მარწმუნებდა, რომ ეს ტყუილი იყო

 


                                                 ერთად გატარებული ხუთი წელი

 

მეგონა, რომ ჩემი საოცნებო, ჩემთვის იდეალური კაცის გვერდით ვიყავი, რომელიც სამართლიანი, კარგად გაზრდილია და იცის, როგორ მოექცეს ქალს, თუმცა, შევცდი და ხელში პატარა ბიჭი შემრჩა. ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის კომფორტი შემექმნა: არ მინდოდა რესტორნებში სიარული და სადილს თავად ვუმზადებდი. ვცდილობდი, თამაშამდე და თამაშის შემდგომ კომფორტული გარემო შემექმნა. ვერ დავარქმევ მასთან გატარებულ დროს ვერაფერს, ალბათ, უფრო გაურკვევლობაში ყოფნაა. ცალკე თემაა სუროგატი დედისგან გაჩენილი შვილი, ამ თემაზე საერთოდ არ მსურს საუბარი.



   არ მინდოდა რესტორნებში სიარული და სადილს თავად ვუმზადებდი

 

 

                                                          დაშორება

 

 

როდესაც ღალატის შესახებ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ შევურიგდი, ეჭვი მღრღნიდა. არ განვეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას რომლებიც სხვის ტელეფონში იქექებიან, თუმცა როდესაც ეს გავაკეთე, გაოგნებული დავრჩი, ვინ აღარ  ვნახე მის ტელეფონში, ვერ ვარკვევდი, რა სქესის ადამიანები იყვნენ, ასობით ადამიანს სთავაზობდა სექსით დაკავებას. მივხვდი, რომ ჩემს გვერდით ყოველმხრივ აღვირახსილი ადამიანი იყო. რომელთანაც მე საერთო არაფერი არ უნდა მქონოდა.


 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner