თბილისი ფოტოფესტივალისთვის ემზადება. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ფოტოკვირეული წელს რიგით მე-8 სეზონს ხსნის. 13-დან 20 სექტემბრის ჩათვლით თბილისში მსოფლიოში აღიარებული ავტორებისა და გამოცემების ნამუშევრები გამოიფინება.
პროექტში ფოტოხელოვანებთან ერთად დიზაინერებიც ჩაერთვებიან. ფესტივალის ფარგლებში 350 ზე მეტი ხელოვანის ფოტო-პროექტი სხვადასხვა სივრცეებში განთავსდება. წელს ფოტოფესტივალის მთავარი თემა მოდის ფოტოგრაფია იქნება.