ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელეარხი Uriminzokkir-ი, რომელიც ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და მისი ბირთვული პროგრამის მეხოტბე გახლავთ, YouTube-მ გათიშა. ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ აშშ-ს მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნის ფონზე მიიღო.
YouTube-ს ადმინისტრაციის განმარტებით, ტელეარხი მისი წესების დარღვევის გამო დაიბლოკა.
ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა.