logo_geo
eng_logo
YouTube-მა ჩრდილოეთ კორეის მთავარი პროპაგანდისტული არხი გათიშა
- +

10 სექტემბერი. 2017. 02:20



ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელეარხი Uriminzokkir-ი, რომელიც ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და მისი ბირთვული პროგრამის მეხოტბე გახლავთ, YouTube-მ გათიშა. ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ აშშ-ს მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნის ფონზე მიიღო.


YouTube-ს ადმინისტრაციის განმარტებით, ტელეარხი მისი წესების დარღვევის გამო დაიბლოკა.


ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.


გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა.












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner