„ბოდიში, პატივცემულო NDI, მაგრამ ქართველები დებილები გგონივართ?" - ამ განცხადებით პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება:
„NDI-ის კვლევებს თუ დავუჯერებთ, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ. კვლევა ჩატარებულია მანამდე, სანამ კოალიცია დაიშლებოდა. კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან „რესპუბლიკელებს" - 3%, ხოლო „ფორუმს", „კონსერვატორებს", „მრეწველებს" 2-2 % მაინც ხომ აქვთ??? ჯამში გამოდის 6% . თუ შევკრებთ, გამოვა, რომ კოალიციის 4 პარტიას დაახლოებით 8-9 % აქვს. „ქართული ოცნების" 15%-ს რომ გამოვაკლოთ დანარჩენი სუბიექტების 9% გამოდის, რომ „ოცნების" რეიტინგი 6%-ია; ანუ ხელისუფლება ძლივს ლახავს ბარიერს.
ბოდიში, პატივცემულო NDI, მაგრამ ქართველები დებილები გგონივართ, ერთუჯრედიანები თუ განუვითარებლები??? ასეთ ტყუილს 5 წლის ბავშვს არ აკადრებენ!!! მერე დაიწყებთ, რატომ იმატებს პრორუსული განწყობებიო, რატომ და ასეთი სიცრუის ტირაჟირებით თქვენ ახდენთ დასავლური ღირებულებების დევალვაციას და ხელს უწყობთ პრორუსული განწყობების განვითარებას!" - წერს სანდრო ბრეგაძე.