logo_geo
eng_logo
შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
- +

10 სექტემბერი. 2017. 10:44


შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.


„სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

 

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-2 მუხლის 4 ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner