logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჟეშუვში იმყოფება
- +

10 სექტემბერი. 2017. 11:39


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჟეშუვში იმყოფება, სადაც პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.


გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, სააკაშვილი პრესკონფერენციას ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამართავს (თბილისის დროით 12:00 საათზე).


აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პრესკონფერენციის ჩატარება ქალაქ პერემიშლში იგეგმებოდა.


ქალაქ ჟეშუვში ასევე ჩავიდა პარტია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner