საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჟეშუვში იმყოფება, სადაც პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, სააკაშვილი პრესკონფერენციას ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გამართავს (თბილისის დროით 12:00 საათზე).
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პრესკონფერენციის ჩატარება ქალაქ პერემიშლში იგეგმებოდა.
ქალაქ ჟეშუვში ასევე ჩავიდა პარტია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო.