ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე გამოჩენილი ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ:
„ორი დღის წინ ვწერდი ამ სტრიქონებს და ვფიქრობდი, ჩაიაროს ამ საიუბილეო დღეებმა და მერე ვესტუმრებით, ერთ კარგ, საფუძვლიან ინტერვიუს „გავაკეთებთ" მასთან-მეთქი...
არ დაგვცალდა!
აღესრულა!
დიდი, ძალიან დიდი კაცი!
მეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი...
ფანტასტიურად ხელხვავიანი!
და საოცრად თავმდაბალი, საოცრად უხმაურო, საოცრად კეთილშობილი...
რასაც კი ხელი მოკიდა, გაანათა თავისი სიბრძნით და დიდოსტატობით...
წავიდა და დატოვა სიცარიელე!
ალბათ, გამოჩნდება ვინმე, რომელიც გარკვეულწილად შეავსებს ამ სიცარიელეს... მაგრამ ვერავინ შეცვლის მას, ვერავინ დაიკავებს მის ადგილს...
იმისათვის, რომ ეს მოახერხო, სულ ცოტათი მაინც უნდა ჰგავდე მას არა მარტო ინტელექტით, არა მარტო ოსტატობით, არა მარტო ნიჭით...
უნდა ჰგავდე სულ მცირეოდენი „რაღაც" ისეთით, რომელსაც „ბაჩანა ბრეგვაძეობა" ჰქვია...
ის მართლაც ბუმბერაზი იყო!" - წერს ნუგზარ ფოფხაძე.
http://reportiori.ge/old/?menuid=48&id=88618