პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ივლისის დასაწყისისთვის აღდგება. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ხიმინჯების დადგმის სამუშაოები სრულდება.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავატომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითვალისწინებს.