logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: კოალიციის დაშლა ან დაასრულებს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას, ან ახალ ძალას მისცემს მას!
- +

13 აპრილი. 2016. 14:06


 

„ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „თეთრების" ლიდერმა განაცხადა. თემურ შაშიაშვილის თქმით, ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს და „გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ".



„საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებაც კი ათასგზის სჯობს კრემლისა და თეთრი სახლიდან მართულ, მათ ნაქებ-ნადიდებ ხელისუფალთ! დავიხსნათ თავი 25-წლიანი გარედან მართვისგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ. ასეთია „თეთრების" პოზიცია. ქართული გზის გამარჯვებას ფულსა და გარედან მოხვეულ ათას დამანგრეველ ქნედებასთან ერთად ხელს უშლის საარჩევნო გარემო, რომელიც კარგია გარედან მართული პოლიტიკური ძალებისთვის, საქარველოსთვის კი ცუდია", - განაცხადა შაშიაშვილმა.

 


პარტია „თეთრების" ლიდერი არჩევნებში კოალიციის პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობას გამოეხმაურა. შაშიაშვილი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. „ეს გადაწყვეტილება ან დაასრულებს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას, ან ახალ ძალას მისცემს მას. ამ ეტაპზე ვიტყვი მხოლოდ  ერთს: შენარჩუნდება ე.წ. კვალიფიციური სუბიექტების სტატუსი; ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობას, ვიდრე დღემდე გვქონდა", - განაცხადა შაშიაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner