logo_geo
eng_logo
კრაკოვეცის სასაზღვრო ზოლთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
- +

10 სექტემბერი. 2017. 12:29


კრაკოვეცის სასაზღვრო ზოლთან ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია მიმდინარეობს.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის უკრაინის ტერიტორიაზე შეშვების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი საზღვრიდან 300 მეტრით მოშორებით იმყოფებიან.


პარალელურად კი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომელთაც მხარდამჭერთა დამატებითი კოლონები დღის განმავლობაში შემოუერთდებიან.


კონტრაქციის მონაწილეების გამოჩენას საზღვართან მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა სიტუაცია პოლიციის დახმარებით მალევე განიმუხტა.


პოლიციის კორდონი ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან ჰყოფს.


ორივე აქციის მონაწილეები ახლა ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ელოდებიან.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.


„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ჟურნალისტებთან ერთად, ავტობუსით შეეცდება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner