logo_geo
eng_logo
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე პოლიციამ სამხედრო ფორმაში ჩაცმული 40 ადამიანი დააკავა
- +

10 სექტემბერი. 2017. 13:40


უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე პოლიციამ სამხედრო ფორმაში ჩაცმული 40 ადამიანი დააკავა, რომლებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გაშლილი კარვების ბანაკისკენ მიემართებოდნენ. ინფორმაციას უკრაინული პორტალი lb.ua ავრცელებს.


უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე მობილიზებუი არიან სამართალდამცავები. უკრაინის მხარეს შეკრებილნი არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ასევე მოწინააღმდეგეები.


უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სერვიატუკმა გააკეთა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner