logo_geo
eng_logo
შავნაბადას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

10 სექტემბერი. 2017. 14:24


ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ნახანძრალი ტერიტორიიდან ცოცხალი ძალის გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

 

„შავნაბადას მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. რთული რელიეფის მიუხედავად, გაიჭრა გზები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ადგილზე შეყვანა მოხერხდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღეებში, ცეცხლის უმოკლეს დროში ლიკვიდაციის მიზნით, პროცესებში ჩაერთო 2 ვერტმფრენი.

 

პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner