logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან ძლიერი ხანძარია
- +

10 სექტემბერი. 2017. 15:45


ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული და დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. „იმედის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლის გადმოსვლის საშიშროება გაჩნდება, ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია.


ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მესამე შემთხვევაა. როგორც დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე განმარტა, აგვისტოში ორჭოსანთან გაჩენილი ხანძარი სამხედრო წვრთნების შედეგად გაჩნდა. რაც შეეხება, ოკუპირებულ სოფელ ზემო ოტრევს, იქ ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობა გახდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner