მატარებელი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება, უკრაინისკენ დაიძრა.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთიდან მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზის უკრაინაში არ გაემგზავრება, სანამ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს, თუმცა მატარებელი უკვე დაიძრა უკრაინისკენ.
ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატრივშჩინას" ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა. შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სერვიატუკმა გააკეთა.