logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი დატოვა
- +

10 სექტემბერი. 2017. 18:26


ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი, რომლითაც უკრაინაში ჩასვლას გეგმავდა დატოვა. ცნობილი ხდება, რომ დანარჩენი მგზავრები უკრაინაში შესაძლოა ავტობუსებით ან სხვა მატარებლით გადაიყვანონ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მგზავრების გადასაყვანად პოლონეთში ავტობუსები უკვე გაიგზავნა.


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას პოლონეთიდან სწორედ მატარებლით აპირებდა. თავდაპირველად უკრაინაში ჩასვლას ავტობუსით გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და მატარებლით გამგზავრება გადაწყვიტა.


რეისი ლვოვის მიმართულებით თბილისის დროით 15:07 საათზე უნდა შესრულებულიყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner