logo_geo
eng_logo
ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენაზე ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა
- +

10 სექტემბერი. 2017. 18:44


ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენაზე გამართულ შეხვედრაზე, როცა პრემიერის გამოსვლა დასასრულს უახლოვდებოდა ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა.


გიორგი კვირიკაშვილი სიტყვის დასრულებისთანავე ხანდაზმულ ქალბატონთან მივიდა და მიმართა: „ნუ გეშინია დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება".


პრემიერ-მინისტრმა ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა.


პრემიერმა მხარის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს დაავალა, რომ თვალყური მიადევნონ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აუცილებლად შეატყობინონ მას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner