ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენაზე გამართულ შეხვედრაზე, როცა პრემიერის გამოსვლა დასასრულს უახლოვდებოდა ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა.
გიორგი კვირიკაშვილი სიტყვის დასრულებისთანავე ხანდაზმულ ქალბატონთან მივიდა და მიმართა: „ნუ გეშინია დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება".
პრემიერ-მინისტრმა ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა.
პრემიერმა მხარის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს დაავალა, რომ თვალყური მიადევნონ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აუცილებლად შეატყობინონ მას.