საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის ნაცვლად „შეგინის" გამშვებ პუნქტზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
აქამდე როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის უკრაინაში დაბრუნებას „კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით აპირებდა მას შემდეგ, რაც მატარებლით დაბრუნება ვერ მოახერხა.