მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სამართალდამცველების კორდონი გაარღვია და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს.
მანამდე შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდეს, სასაზღვრო შემოწმება მას შემდეგ გაიაროს, რაც ადგილზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდება.