Reuters წერს, რომ იტალიის ქალაქ ლივორნოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
გამოცემის ცნობით, ქალაქში ორი საათის განმავლობაში 250 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რის გამოც სანიაღვრე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ქუჩები დაიტბორა.
ქალაქში არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაკეტილია ფლორენცია-პიზა-ლივორნოს ავტომაგისტრალიც. წყალდიდობა იყო რომშიც, სადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.