logo_geo
eng_logo
დაპირისპირება უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე - სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინის საზღვარი გაარღვიეს!
- +

10 სექტემბერი. 2017. 21:46


რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. შეგინის გამშვები პუნქტის გავლით მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ცდილობდა მოხვედრას. მესაზღვრეებს გამშვები პუნქტი დაკეტილი ჰქონდათ. როგორც ისინი აცხადებდნენ, საგანგებო ზომები უსაფრთხოების მიზნით იყო მიღებული.


მესაზღვრეებთან ვითარების გარკვევას ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ცდილობდნენ, მათ შორის იულია ტიმოშენკო.


საზღვრის გადაკვეთაზე უარის მიღების შემდეგ გამშვებ პუნქტში უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მათ ნეიტრალურ ზონაში კორდონი გაარღვიეს.


გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების მასამ უკრაინის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის შეყვანა შეძლო.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner