logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად ლვოვისკენ მიემართება!
- +

10 სექტემბერი. 2017. 22:03


ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ლვოვისკენ მიემართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს. როგორც ცნობილია, სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართალდამცავების კორდონი გაარღვიეს რის შედეგადაც ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ავტობუსებისკენ დაიძრნენ.


ამ დროისთვის, სააკაშვილი მომხრეებთან ერთად ავტობუსში იმყოფება და ლვოვში მიემართება, სადაც მომხრეებთან ერთად აქციას გამართავს.


შეგახსენებთ, მანამდე შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდეს, სასაზღვრო შემოწმება მას შემდეგ გაიაროს, რაც ადგილზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner