logo_geo
eng_logo
სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქება მოხდა
- +

10 სექტემბერი. 2017. 23:02


თბილისში სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 


ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარება.


როგორც თვითმხილველები იუწყებიან, აფეთქება რამდენიმე სართულზე მოხდა, რომელიც ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner