logo_geo
eng_logo
რეალური ამბავი კობრას ნაკბენისგან დაღუპული ინდონეზიელი მომღერლის შესახებ
- +

13 აპრილი. 2016. 15:20



ინდონეზიის სოფლებში, ახალგაზრდა ქალი მომღერლები, სიღარიბისგან თავის დასაღწევად და უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსასვლელად საშიში, უფრო მეტიც, სასიკვდილო საშუალებებით იბრძვიან. ამ დღეებში საერთაშორისო პრესის საგანი ინდონეზიაში მომღერლის უცნაური გარდაცვალება გახდა. ირმა ბიული დასავლეთ იავას სოფელში კვირას გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მას შხამიანმა სამეფო კობრამ უკბინა, რომელიც მას, როგორც რეკვიზიტი სცენაზე ჰყავდა.



მედიასაშუალებები სენსაციურმა სათაურებმა მოიცვა: „შოკისმომგვრელი ამბავი! მომღერალი ირმა ბიული სცენაზე შხამიანი კობრას ნაკბენისგან მოკვდა! (იხილეთ ვიდეო)"; „კობრასგან დაკბენილი ტრაგიკული მომღერალი სცენაზე კიდევ 45 წუთი მღეროდა". თუმცა, ზოგიერთმა პოპ-მუსიკის, შხამის და ახალგაზრდა ქალის სიკვდილის შერწყმის ისტორიის მიღმა უფრო ღრმად ჩაიხედა, რათა ამოეცნო, თუ რატომ იყო ირმა სცენაზე ასეთ საშიშ ცხოველთან ერთად.



26 წლის ირმა არ იყო საქვეყნოდ ცნობილი მომღერალი. სამი შვილის დედა, დასავლეთ იავის პროვინციაში, ქარავანგის ტერიტორიაზე თავისი goyang ular-ით, ინდონეზიური „გველით ცეკვით" იყო ცნობილი. მან დანგდუტის სიმღერა დაწყებითი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. დანგდუტი პოპულარული მუსიკალური ჟანრია ინდონეზიაში და ხშირად გამოიყენება ხალხის მოსაზიდად, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. ბევრი დამწყები მომღერალი ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც პატარა ქალაქებიდან ან გაჭირვებული ოჯახებიდან არიან გამოსული. ირმას მსგავსად, ისინი ტურით სოფლებსა და ქალაქებში მოგზაურობენ, რათა თავი ირჩინონ, დაეხმარონ ოჯახებს. ისინი  ინდონეზიის პოპ-მუსიკის ცნობილ მომღერლობაზე ოცნებობენ. მათ, როგორც წესი, ძალიან მცირედს უხდიან. ირმას თანამემამულე მომღერლის, იეიენის თქმით, გოგონები დაახლოებით $20-ს იღებენ ერთ შესრულებაში (გასამრჯელოს აუდიტორიისგან დამატებითი ჩუქება ემატება). მაგრამ, თუ ისინი სცენაზე გველთან ერთად გამოდიან, მათ $ 25-ს უხდიან. „თუ გველით მოცეკვავეები არიან, აუდიტორია უფრო მეტია", განუცხადა იეიენმა ადგილობრივ მედიას. „აქედან გამომდინარე, ... ჩვენ გვყავს გველით მოცეკვავეები".



ახალგაზრდა მომღერლებს უწევთ დიდი აუდიტორიის გადასაბირებლად გაიკაფონ გზა უაღრესად კონკურენტუნარიან ბაზარზე. მათ, როგორც წესი, ძალიან ღია, ამოჭრილი კოსტიუმები აცვიათ. ისინი იგონებენ პროვოკაციულ საცეკავაო მოძრაობებს.



დენგდათის სუპერვარსკლავმა, ინულ დარატისტამაც, რომლის საცეკვაო მოძრაობებმა რელიგიური კონსერვატორები გააღიზიანა, თავისი კარიერა პატარა ქალაქებსა და სოფლებში ტურებით დაიწყო, აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, სანამ მისმა ცეკვის მოძრაობების სტილმა დიდება არ მოუტანა და ტელევიზიების ყურადღება არ მიიპყრო.



საინფორმაციო სააგენტო Detik.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირმას დედამ ენქუმმა განაცხადა, რომ მისმა ქალიშვილმა, რომლის ნამდვილი სახელი ირმავატი იყო, მაგრამ მისი ოჯახი ენენგს ეძახდა, საშემსრულებლო ნომრები გველებთან ერთად სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ იგი, როგორც წესი, მღეროდა არაშხამიან პითონებთან, რომლებიც გველების მწვრთნელს ეკუთვნოდა და გველს პირზე სპეციალურ ლენტას აკრავდა სადინარის გადასაკეტად. ენქუმის თქმით, შესაძლოა, ენენგმა არ იცოდა, რომ გველი შხამიანი იყო.



მას უბრალოდ უთხრეს, რომ  უნდა გამოსულიყო გველთან ერთად და მისი პირი და სადინარი არ იყო დახურული ლენტით". ინდონეზიელი ჟურნალისტის, მეიდ სუპრიატმას განცხადებით, იყო ასევე ვარაუდი, რომ გველები ირმამ მოიყვანა, რათა აუდიტორიის წევრებისგან არასასურველი შეხება თავიდან აეცილებინა, როდესაც იგი სცენაზე გამოვიდოდა. მაგრამ უცნაური, სენსაციური ამბის მიღმა არსებობს რაღაც სამწუხარო და გამომაფხიზლებელი ირმას ისტორიაში.



ირმა არის ინდონეზიელი ქალის ცოცხალი დახასიათება, რომელსაც საზოგადოების დაბალ დონეზე ყოფნა უწევს",- წერს სუპრიატმა. იგი ძლიერ იბრძვის, ყველაფერს იყენებს, რაც მას შეუძლია, რომ იცხოვროს". იგი ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ სიკვდილს, - სენსაციური, ბულვარული ტაბლოიდების სათაურების ქარიშხალში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner