logo_geo
eng_logo
უკრაინის შსს: სამართალდამცავები სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ სასაზღვრო პუნქტის გარღვევაზე რეაგირებას კანონის შესაბამისად მოახდენენ
- +

11 სექტემბერი. 2017. 03:46


სააგენტო „ინტერფაქს უკრაინას" უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ შევჩენკომ განუცხადა, რომ  უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ დროებით დახურული სასაზღვრო გამშვები პუნქტის გარღვევასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, რეაგირებას კანონის შესაბამისად მოახდენენ.


შეგახსენებთ, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ისინი ავტობუსებისკენ გაემართნენ, რომლითაც ლვოვში ჩასვლას გეგმავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner