სააგენტო „ინტერფაქს უკრაინას" უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ შევჩენკომ განუცხადა, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ დროებით დახურული სასაზღვრო გამშვები პუნქტის გარღვევასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, რეაგირებას კანონის შესაბამისად მოახდენენ.
შეგახსენებთ, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ისინი ავტობუსებისკენ გაემართნენ, რომლითაც ლვოვში ჩასვლას გეგმავენ.