logo_geo
eng_logo
უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
- +

10 სექტემბერი. 2017. 23:47


„უკრაინსკაია პრავდას" სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თავმჯდომარის თანაშემწემ, ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისა და პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ამ ვითარებამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახიდინოს უკრაინელებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე და აღნიშნული საკითხი წამოიჭრას ევროპარლამენტშიც.

 

„აქ მთელი რიგი დარღვევებია. ახლა ჩვენი ამოცანაა, ცხელ კვალზე ეს დარღვევები დავაფიქსიროთ და გადავცეთ დოკუმენტები პროკურატურას.

 

ეს არის უკანონო შეჭრა ობიექტზე, პოლონური მხარის მიერ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ასევე სხეულის დაზიანების მიყენება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

 

არეულობა ევროკავშირის საზღვარზე უკრაინის იმიჯისთვის დადებითი ფაქტორი არ არის",- აღნიშნა ოლეგ სლობოდიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner