logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ბაზაში შეიყვანეს
- +

11 სექტემბერი. 2017. 00:41



უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ინტერნეტ საიტის, Миротворець-ის ბაზაში მოხვდა.


2014 წელს შექმნილი ვებგვერდის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი და სახიფათო ფაქტები დააფიქსიროს და გამოიკვლიოს. საიტს პირადი მონაცემების ბაზაც აქვს.


ინტრნეტცენტრის ხელმძღვანელმა, რომან ზაიცევმა Facebook-ში დაწერა, რომ სააკაშვილმა თავისი ქმედებით Миротворець-ი აიძულა, ამგვარი ნაბიჯი გადაედგათ.


„ჩვენ არ გვინდოდა ამის გაკეთება... სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, მისი თანხმლები პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს", - წერს ზაიცევი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner