უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ინტერნეტ საიტის, Миротворець-ის ბაზაში მოხვდა.
2014 წელს შექმნილი ვებგვერდის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი და სახიფათო ფაქტები დააფიქსიროს და გამოიკვლიოს. საიტს პირადი მონაცემების ბაზაც აქვს.
ინტრნეტცენტრის ხელმძღვანელმა, რომან ზაიცევმა Facebook-ში დაწერა, რომ სააკაშვილმა თავისი ქმედებით Миротворець-ი აიძულა, ამგვარი ნაბიჯი გადაედგათ.
„ჩვენ არ გვინდოდა ამის გაკეთება... სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, მისი თანხმლები პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს", - წერს ზაიცევი.