logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურორი: ძალაუფლებისთვის სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფოს ანადგურებენ!
- +

11 სექტემბერი. 2017. 01:15


უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო facebook-ზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს:

 

„ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს, სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფოს ანადგურებენ. ვისაც არ გჯერათ, სცადეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვრის გარღვევა", - აღნიშნავს ლუცენკო.


ლუცენკოს განცხადებით, მთავრობის ქმედებების კანონიერების შესახებ დავის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოშია შესაძლებელი. „ასე დაიბრუნა ივანიშვილმა პასპორტი, რომელიც მას სააკაშვილმა გაუუქმა", - ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორი.

 

„ძალისმიერი გზა ქმნის პრეცედენტს ზახარჩენკოსთვის, იანუკოვიჩისთვის, კლიმენკოსთვის და ყველასთვის, ვინც ათას მხარდამჭერს შეაგროვებს", - წერს მაღალჩინოსანი.


მისივე თქმით, კანონი მოითხოვს, დადგეს ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებაში მონაწილეობდა, ხელმძღვანელობდა ან რჩევებით ხელს უწყობდა ამ ქმედებებს.


„ეს ასეც იქნება. ასევე სათანადოდ იქნება შეფასებული სახელმწიფო ინსტიტუციების ქმედებები", - წერს ლუცენკო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner