logo_geo
eng_logo
16 წელი 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან
- +

11 სექტემბერი. 2017. 01:31


2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - ბოინგ-767 ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა.


მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე „ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე კი მცირე ინტერვალებით ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.


მესამე გატაცებული თვითმფრინავი - ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.


მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.


2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას სულ 2819 ადამიანი ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner