„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მახსოვს დაკავების შემდეგ სასტიკად რომ მცემდნენ კრემლის აგენტს მეძახდნენ, ანალოგიური შინაარსის ტექსტები გვესმოდა მიშას დაპყრობილი ტელევიზიების ეთერებიდანაც როცა ჩვენ გვაფასებდნენ. ეხლა მე მაინტერესებს ვის აწყობს გარდა რუსეთისა უკრაინა წარმოაჩინოს ისეთ (როგორც მიშა იტყოდა) „გაფარჩაკებულ" ქვეყანად რომელსაც საზღვარი ვერ გაუკონტროლებია... აღარაფერს ვამბობ დესტაბილიზაციაზე უკრაინაში, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანას აწყობს. ამ კაცს ბოლოს რუსები ძეგლს დაუდგამენ, ჯერ საქართველოს და ახლა უკრაინის ტერიტორიების გადაცემისთვის. მიჰა ჰამოდი გიცანით", - წერს ცაგურია.