აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „ასავალ-დასავალთან" „რესპუბლიკელების" არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში რესპუბლიკური პარტიის პარპაში მორჩა.
„გამორიცხულია! როგორ შეიძლება, მოღალატე ძმებ ბერძენიშვილებს მისცეს ნორმალურმა ადამიანმა ხმა?! როგორ შეიძლება, ამ ხიდაშელს, თამარ კორძაიასა და ღირსებადაკარგულ დავით უსუფაშვილს ემხრობოდეს ვინმე?! გიგლა აგულაშვილი რომ ეყოლება პარტიას „მთავარ დამრტყმელ ძალად", იმას პარლამენტში რა უნდა?!
მოკლედ, მორჩა რესპუბლიკური პარტიის პარპაში საქართველოში! და ვინც არჩევნებზე „რესპუბლიკელებს" ხმას მისცემს, მარჯვენა უნდა მოჰკვეთო!
არც „ნაცები", არც „რესპუბლიკელები", არც ალასანიას პარტია - მომავალ პარლამენტში არ უნდა იყვნენ", - განაცხადა ჯაველიძემ.