logo_geo
eng_logo
თბილისის ინტერპოლმა ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
- +

11 სექტემბერი. 2017. 10:30



თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლი „სარფის"  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან  საერთაშორისო  დონეზე  ძებნილი, 1963 წელს  დაბადებული ი.კ. დააკავეს.


დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.


ამჟამად ი.კ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner